ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ - თბილისში გამოფენა გაიხსნა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ გაიხსნა. გამოფენა გიმნაზიის დირექტორმა ამირან ჯამაგიძემ, საქართევლოს პირველმა ლედიმ  და საქართველოს გაეროს ასოციაციამ გახსნა. პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური“. ასევე, იგეგმება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნის დარიგება და ამავე ქალაქებში  „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ მოძრავი გამოფენის მოწყობა.

საგანმანათლებლო პროექტი „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!“, ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

გამოფენა განკუთვნილია 10-16 წლის მოზარდებისათვის. იგი ღიაა ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა და მუშაობს 15 საათიდან 18 საათის ჩათვლით. გამოფენა თბილისში 15 ივნისამდე გასტანს.  

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე