ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინვესტიცია საქართველოს მომავალში

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ორგანიზებით დღეს, კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა“. კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

კონფერენციის მიზანია ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლესა და განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. კონფერენცია დღის ბოლომდე გასტანს და   მოხდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების (ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა კვება და სკოლამდელი განათლება) შედეგების პრეზენტაცია.

კონფერენციის ბოლოს მიღებული იქნება ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული დეკლარაცია და მოწოდება კონკრეტული ქმედებისაკენ.

ადრეული წლები (0-5) უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისათვის. სწორედ 5 წლამდე ეყრება საფუძველი ბავშვის უნარებს.  ბავშვთა ადრეულ ასაკში ინვესტიცია ასევე ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამ ასაკში სოციალური უნარ-ჩვევების, ინტელექტუალური განვითარებისა და განათლების მიღების შედეგად ადამიანი უფრო კონკურენტუნარიანია შრომით ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე