ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს,  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 200-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა სტუდენტებს სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნო:
  • უფასო ფაკულტეტები - წელს პირველად, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრულ კურსს (4 წელი) სახელმწიფო დააფინანსებს;
  • სტიპენდიები გაორმაგდა, 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 1230 სტუდენტი იღებდა 150 ლარიან სტიპენდიას, ამავე წლის მეორე სემესტრიდან  სტიპენდიას 2405 სტუდენტი იღებს;
  • წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი  სტუდენტი მიიღებს საგრანტო დაფინანსებას;
  • წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში  დაფინანსება განხორციელდება მაგისტრატურაშიც, ამისთვის 205 000 ლარი გამოიყო;
  • წელს პირველად, სახელმწიფო  დააფინანსებს დოქტორანტურაში სწავლას, რაზეც   1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ეს არის არასრული ჩამონათვალი  სიახლეებისა, რომელზედაც მინისტრმა ისაუბრა. შემდეგ, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მინისტრისათვის სასურველი კითხვები დაესვათ, მათ შორის მიმდინარე პროექტებზე. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების მიერ წამოჭრილ ბევრ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების სტატუსთან, რექტორის არჩევასთან, რუსული ენის სწავლებასთან, სტუდენტთა დასაქმების  საზაფხულო პროგრამასთან, სტაჟირებასთან, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობასთან  და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე