ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

41-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე დასაჩუქრდა

მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს ანნა-მარია კარტოზიას დღეს, უკრაინის მოქალაქის ქალბატონ მარგარიტა ბასიკის სახელით, საჩუქრად ნეთბუქი გადაეცა.

ქალბატონ მარგარიტა ბასიკის ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში იყო ევაკუირებული. ქალბატონმა მარგარიტამ თბილისის 56-ე საშუალო სკოლის (აღნიშნული სკოლა 2011 წელს  მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლასთან გაერთიანდა) მეოთხე კლასში ერთი წელი ისწავლა.

9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით და საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი მადლიერების ნიშნად, ქალბატონმა მარგარიტამ სურვილი გამოთქვა ნეთბუქით დაესაჩუქრებია 56-ე სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მეოთხეკლასელი. ამ გადაწყევეტილების შესახებ სამინისტროს ქ.დონეცკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ზურაბ კვაჭაძემ აცნობა.

საგანგებოდ გამართულ სასკოლო ღონისძიებაზე ანნა-მარია კარტოზიას უკრაინელი ქალბატონის საჩუქარი 41-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გადასცა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე