ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ბანკებში გაივლიან

ქალაქ თელავის საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს, მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. მემორანდუმის თანახმად, ბანკები პასუხისმგებლობას იღებენ დაასაქმონ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები.

დასაქმება გულისხმობს სტაჟირებას ქალაქ თელავში მოქმედ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ასევე, ბანკების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლბელია წარმატებულმა სტუდენტებმა მუშაობა  ბანკებში განაგრძონ. ამ დროისთვის ბანკმა „რესპუბლიკამ“ 8 სტუდენტი შეარჩია სტაჟირებისთვის, მათგან ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტისთვის შტატი გამოყო და დაასაქმა.

სტუდენტებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში პრაქტიკის გავლას ბანკები - „რესპუბლიკა“,  „ვითიბი“, „თიბისი, „კორსტანდარტი“, „პროკრედიტი“, „კონსანტა“, „ქართუ“, „საქართველოს ბანკი,  „ლიბერთი ბანკი“, „ბაზის ბანკი“, „ტაოპრივატბანკი“ სთავაზობენ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე