ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ექსტერნის გამოცდები გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლის 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ:

  1. საბაზო/საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც 2012-13 საასწავლო წლის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნისათვის განსაზღვრული საათების 30% და მეტი გააცდინეს.
  2. იმ პირებს, რომლებმაც ცალკეული კლასების ან სემესტრის სასწავლო პროგრამები ვერ დაძლიეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, ამასთან, დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის ან სემესტრის შესაბამისი პროგრამა. თუ არსებობს ობიექტური გარემოებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით გამონაკლისი შემთხვევები.

ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები  ჩატარდება 26 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

მსურველთა რეგისტრაცია  შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე