ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მარნეულის რაიონში კიდევ ერთი ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დღეს, მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა და ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.

სოფელი ახალი დიოკნისი 90-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსული მოსახლეობით არის დასახლებული, სოფელში სკოლა არ არსებობდა და 70-მდე მოსწავლე ორი ათეული წელი კერძო სახლში განთავსებულ სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა. გასულ წელს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, სოფელში ხის კოტეჟი აიგო, სადაც 2013 წლის თებერვლიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ახალ დიოკნისში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ახალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან.  ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე