ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კუმისის სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა

გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ზურაბ ბეგიაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.

გარდაცვლილ სამხედრო ექიმის ოჯახთან შეთანხმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და კუმისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლას გმირი  თანასოფლელის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მინიჭებოდა. ქართველი სამხედრო ექიმი ამავე სკოლაში 1986-1996 წლებში სწავლობდა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია  დაესწრნენ. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ ომში გარდაცვლილი სამხედროს დედა და ახლობლები, კუმისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, გაიხსენეს ზურაბ ბეგიაშვილის ცხოვრებისა და ბრძოლის  ეპიზოდები.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე