ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები მინისტრმა სტუდენტებს გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დღეს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. გიორგი მარგველაშვილმა მათ ის სიახლეები გააცნო, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში ხორციელდება და სამომავლოდ არის დაგეგმილი. საუბარი შეეხო:

  • პროფესიული განათლების დაფინანსებას ახალ მოდელს;
  • პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებას;
  • პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციას;
  • პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალ წესს;
  • ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნებას და სხვ.

დაგეგმილი სიახლეები მიმართულია პროფესიული განათლების განვითარებისა და ხემისაწვდომობის გაზრდისაკენ. განსახორციელებელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ყველა მსურველს დაეუფლოს სასურველ პროფესიას და  იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

საზოგადობრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“ ამჟამად  679 პროფესიული სტუდენტი სწავლობს. ქობულეთის პროფესიული კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღიჭურვილი.  სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.

პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი და სხვა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე