ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი სენაკის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და ბიზნესმენი ლევან ვასაძე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიას ეწვიენ.

მინისტრი სასწავლო პროცესს გაეცნო და სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. სკოლა–გიმნაზიას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი შენობა. აღჭურვილი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, სატრაპეზო და სამედიცინო კაბინეტი. სწავლება ხორციელდება გახანგრძლივებული დღის რეჟიმით. ერთჯერადი კვებით. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 18-ს. ამჟამად სკოლა–გიმნაზიის I-V კლასებში 235 მოსწავლე სწავლობს.

სკოლა 2010 წელს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა–კურთხევით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანადგომით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით და შემოწირულობით დაარსდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე