ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“(CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ დაწყებითი კლასების 40  სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგს სერტიფიკატები გადასცეს.

გაცვლითი პროგრამა „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“ არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და საქართველოს ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების თანამშრომლობას ისახავდა მიზნად.

პროგრამის ფარგლებში დაწყებითი კლასების  სომეხმა და აზერბაიჯანელმა  მასწავლებლებმა ერთი  თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქართულ სკოლებში ქართველ მასწავლებელთან ერთად იმუშავეს. პედაგოგები კოლეგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს გაკვეთილის დაგეგმვისა და მსვლელობის პროცესში.

პროექტი სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  თანამშრომლობით განხორციელდა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე