ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იმერეთის რეგიონში ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ფსიქოლოგიური ცენტრი გახსნა.

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული, კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს. კერძოდ, დაეხმარება: 

• იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში;

• აგრესიული ქცევის შემცირებაში;

• ემოციების რეგულაციაში;

• თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში;

• კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

• მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;

• ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში.

ცენტრი ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან. ფსიქოლოგიური ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას და თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას.

ფსიქოლოგიური ცენტრი მანდატურის სამსახურის ბაზაზე თბილისში აპრილის თვიდან ამოქმედდა, სადაც სკოლების ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს უწევენ დახმარებას.

ქუთაისის ცენტრი სკოლებს იმერეთის რეგიონის მასშტაბით გაუწევს მომსახურებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე