ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებს განხორციელებულ ახალ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

სამინისტროს მიერ ბოლო რამდენიმე თვეში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებია:

  • 2013 წლიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების 60-205 ლარით გაზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს მოემატება ხელფასი.
  • პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა (ნაცვლად ერთი თვისა) და პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ.
  • გრძელდება სახელმძღვანელოების ბეჭდვა და უკვე დაიწყო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებისათვის ეტაპობრივად გადაცემის პროცესი. წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღებს  სახელმძღვანელოებს;
  • გაიზარდა პროფესიული განათლების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გამოყოფილი დაფინანსება, იქმნება პროფესიულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების ახალი მოდელი, დაფუძნდება ახალი პროფესიული სასწავლებლები და სხვ.
  • ათასწლეულის (MCC) ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის 140 მილიონი დოლარი გამოიყო. თანხა მოხმარდება როგორც ზოგად, ისე პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, აშენდება რამდენიმე სკოლა და დამატებით 150 სკოლა გარემონტდება;
  • იწყება სკოლების რეაბილიტაცია, სამინისტროს დაფინანსებით 600-მდე საჯარო სკოლა გაივლის რეაბილიტაციას, მოხდება 42 საჯარო სკოლის გაზიფიკაცია, სკოლები აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით;
  • წელს ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს.

ეს არის მოკლე ჩამონათვალი ბოლო სამ თვეში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეებისა. მოკლე ანგარიშის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტთა ყველა შეკითხვას უპასუხა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე