ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს გუნდი საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება

კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები მიმდინარე წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქ ლაიპციგში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწიულეობას. გამგზავრების წინ, კონკურსანტები  პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ სახელწოდებით „მე მიყვარს ჩემი პროფესია“.

WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გამარჯვებული გუნდის წევრებმაც ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საქართველოს 18 პროფესიული სასწავლებლის პროდუქციის გამოფენა. ექსპოზიციაზე მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი პროდუქცია, რომლის შექმნასა და მომზადებასაც სტუდენტები სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში ეუფლებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა  პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაღალი რანგის საერთაშორისო კონკურსში პირველად მონაწილე ქართულ გუნდს წარმატებები უსურვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცენტრის ხელმძღვანელი ელენე ჯიბლაძე, ასევე სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის  წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე