ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ენერგეტიკული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია–გამოფენას დაესწრნენ და საუკეთესო პროექტისა და პრეზენტაციის ავტორი გუნდი, ასევე, საუკეთესო მომხსენებლები შესაბამისი დიპლომებით დააჯილდოვეს.

„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში” ახორციელებს. პროექტის მონაწილეები  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,) შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის  70  მოსწავლეა.

 „საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა“ ტარდება წყნეთში - „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე და მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ პროგრამებს. პროექტი 16 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გრძელდება. 70 მოსწავლიდან 10 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა და პროექტის „გამარჯვებული მოსწავლეების ვიზიტი CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში“ ფარგლებში,  5 დღით  შვეიცარიაში, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრება.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ღონისძიებაზე წარმოდგენილ ენერგეტიკულ ბიზნეს პროექტებზე მოსწავლეები გუნდური პრინციპით,  სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს პროექტები საზაფხულო სკოლის მთელი აკადემიური პროგრამის შემაჯამებელ „პროდუქტს“ წარმოადგენს და მათი შეფასება კომპეტენტურმა ჟიურიმ განახორციელა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ენერგეტიკის სამინისტროს, თბილისის მერიის, USAID-ის, თელასის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და პედაგოგები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე