ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგს თეა საძაგლიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.

ხიდისთავის დაწყებითი კლასების მასწვლებელმა „ამაგდარი“ სწავლების ახალი მეთოდების დანერგვისა და მიღებული შედეგების გამო დაიმსახურა. სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.

თეა საძაგლიშვილმა 2012 წელს ფორუმზე ,,პარტნიორები განათლებაში“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. 2012 წლის მასწავლებელთა ევროპის ფორუმზე ნომინაციაში:  ყველაზე ინოვაციური პროექტები - მესამე ადგილი დაიმსახურა. თეა საძაგლიშვილი მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმის მონაწილეა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე