ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირებისა და ინოვაციების ბაზრის განვითარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სექტორში მიმდინარე მსოფლიო ტენდენციებისა და ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამებისა და ინოვაციების განვითარების თემაზე პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიბაძემ წარმოადგინეს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა საქართველოში აუთსორსული პროგრამების განვითარების აუცილებლობა. IT ინოვაციებისა და პროგრამირების განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, აღნიშნული მიმართულების გაძლიერებაში კი, ძალიან დიდი როლი განათლების სექტორს ენიჭება.

საინფორმაციო შეხვედრაზე განისაზღვრა ექსპორტზე ორიენტირებული IT პროგრამების (Android/iOS) სასწავლო/გადასამზადებელი კურსების შემუშავების მნიშვნელობა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კერძო თუ სახელმწიფო სასწავლებელთა ბაზაზე არსებული ტრენერების გადამზადებისა და IT სექტორში პროგრამული უზრუნველყოფის ხელშემწყობი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შემუშავების აუცილებლობაზე.

ზემოაღნიშნული შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებული IT ინოვაციების ბაზრის პოტენციალი განიხილეს, რომელიც ინჟინერიის მიმართულებით, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან პროგრამირების საშუალებას შექმნის და სატელეკომუნიკაციო სექტორში მობილური პლათფორმების დანერგვასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე