ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 94 ხელნაწერის UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში - ,,მსოფლიო მეხსიერება’’ შეტანას მიეძღვნა.

2012 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ბოდლეს ბიბლიოთეკამ (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში - "მსოფლიო მეხსიერება" შესატანად, ამ ორ დაწესებულებაში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი კოლექციის ერთობლივი, ქართულ-ბრიტანული ნომინაცია (სულ 96 ერთეული, აქედან 94 ერთეული დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხოლო 2 ერთეული ბოდლეს ბიბლიოთეკაში)  წარადგინეს.

წარდგენილმა განაცხადმა, 2013 წლის ივნისში, ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი.

აღნიშნული ფაქტი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს წარმატებას და ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციის UNESCO-ს მიერ კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებას წარმოადგენს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  დუგ მაკმილანი და საქართველოში UNESCO-ს  ოფიციალური წარმომადგენელი.



ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე