ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების განვითარებაზე კონფერენციაზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ორგანიზებით დღეს, კონფერენცია გაიმართა თემაზე – „პროფესიული განათლების განვითარება – პროფესიული განათლების სტრატეგია, პროფორიენტაცია და ხარისხის გაუმჯობესება“.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა  ილიანა დერილოვამ გახსნეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამონაწილეობით ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილული იქნა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა, განათლების ხარისხის განვითარება და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემეშავება და დანერგვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფკავშირების,  საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები. კონფერენციის ყველა მონაწილე  აქტიურად  იყო ჩართული პროფესიული განათლებისთვის მნიშვნელოვან  თემებზე მომზადებული პრეზენტაციების განხილვაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე