ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2013 წლის გამოცდები 17 ივლისს დასრულდა

2013 წლის გამოცდები დასრულდა. შემაჯამებელი ბრიფინგი დღეს, გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საგამოცდო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ 2 აბიტურიენტი და 3 პედაგოგი მოიხსნა. გამოცდაზე არ გამოცხადდა აბიტურიენტთა მხოლოდ 2%, პედაგოგთა 13%, მაგისტრანტობის კანდიდატთა 11%, გრანტის გაუმჯობესების მსურველთა 8 %.

წელს აპლიკანტთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო საქართველოს 12 ქალაქში 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 17 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდებში პედაგოგები 3 ივლისს ჩაერთნენ. 9-10 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა, ხოლო 15 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდა.

ყველა საგამოცდო ცენტრში სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებდა, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახამრების მანქანა და სამაშველო სამსახური მორიგეობდა. წესრიგს კი, საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფდა.

2013 წლის გამოცდებისთვის 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25 000 - ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტთა უმეტესობამ 30 000 – მდე ახალგაზრდამ, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტმა - 14 500-მდე აბიტურიენტმა ისტორია აირჩია. ბრაილის შრიფტით გამოცდა ოთხმა პედაგოგმა და ერთმა აბიტურიენტმა ჩააბარეს. გამოცდებში წელს 200-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირი, 9 პატიმარი და 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა.

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს საშუალება აქვთ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგაც ცვალონ არჩეული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. ასეთი სისტემა აბიტურიენტს გაცილებით რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე