ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლე სასტიპენდიო პროგრამაში „ცოდნის კარი“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, იმ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამებზე  სწავლას უფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამას „ცოდნის კარი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს.

ღია კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები აქამდე მხოლოდ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისათვის  ფინანსდებოდნენ. წელს პირველად, კონკურსი  გამოცხადდა  ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ  უნივერსიტეტები, სადაც საქართველოს მოქალაქეები სწავლას აგრძელებენ,   მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის პირველ 200 უნივერსიტეტში შედის, ხოლო, კოლეჯები სარეიტინგო სიის პირველ ასეულში.

წელს ასევე პირველად,  ფინანსდება სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არ გულისხმობენ აკადემიურ ხარისხს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანდიდატის დაფინანსების შესახებ. წელს, სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების ოთხი სტუდენტი დაფინანსდა.

2013 წელს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 375 განაცხადი შემოვიდა. მათგან 77 სტუდენტი (29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორო) დაფინანსდა.

სტუდენტთა დაფინანსება მიმართულებების მიხედვით ასე გადანაწილდა:

სოციალურ-ჰუმანიტარული მეცნიერებები - 47%

სამართალი - 17%

ბიზნესის ადმინისტრირება - 13%

სახელოვნებო -13%

ზუსტი და გამოყენებითი მეცნიერებები - 10%

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე