ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და “მშვიდობის კორპუსის“ დირექტორმა საქართველოში მორა ფულტონმა დღეს, თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მშვიდობის კორპუსი აშშ-ის სამთავრობო უწყებაა, რომელიც 1961 წელს მსოფლიოში მშვიდობისა და თანამეგობრობის გაძლიერების მიზნით დაარსდა. საქართველოში ”მშვიდობის კორპუსი” 2001 წლიდან მოღვაწეობს და პირველი პროექტი სწორედ,  განათლების სფეროში თანამშრომლობით დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ყოვეწლიურად ამერიკელი მოხალისეები ჩამოდიან და ქართველ პედაგოგებთან ერთად, საჯარო სკოლებში უსასყიდლოდ მოღვაწეობენ. საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მოხალისეებთან და სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად,  სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს ეუფლებიან.

თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი  პროექტის ეფექტურობას გაზრდის, ახალ ეტაპზე გადავა საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება და ორივე მხარისთვის მისაღები, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულია საერთაშორისო კომუნიკაციის ენის შესწავლის ხელშეწყობით და  სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით.

”მშვიდობის კორპუსის” მოღვაწეობა საქართველოში მეტად ნაყოფიერია. გარდა საგანმანათლებლო ფუნქციისა, პროექტი ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხის დაახლოებას. ამერიკელი მასწავლებლები თავად სწავლობენ ქართულ ენას, ეცნობიან ქართულ კულტურას, ზნე-ჩვეულებებს. 2001 წლიდან საქართველოში 500-მა მოხალისემ იმსახურა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე