ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა მინისტრთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის - MCC” აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს, კორპორაციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ლია ჰენლისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  დირექტორთა საბჭომ, საქართველოს 140 მლნ დოლარის მოცულობის 5 წლიანი კომპაქტი დაუმტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს, მეცნიერების და ტექნოლოგიური განათლების ინვესტირების გზით, ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდას და სამუშაო ძალის განვითარებას საქართველოში. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სწორედ, შემოთავაზებულ  კომპაქტს და ამ კომპაქტის ფარგლებში  დაგეგმილ პროექტებს ეხებოდა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე