ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისია მუშაობას რეგიონებში აგრძელებს

განათლების სისტემიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. იმერეთი ერთ-ერთი პირველი რეგიონია, სადაც კომისიის წევრები მომართვის ავტორებს შეხვდებიან, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს მოისმენენ და საქმეების არსებით განხილვას აწარმოებენ. იმერეთის რეგიონიდან კომისიის სახელზე სულ 48 განაცხადია შემოსული. მათგან, 19 დირექტორია, 25 პედაგოგი, ხოლო 4 რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომელი.

კომისიის წევრები ანალოგიურ შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავენ. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანებს, რომელთაც სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი და მორალური ზიანი მიადგათ, აღარ მოუწევთ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დამატებითი ფინანსური ხარჯებისაგან გაათავისუფლებს. რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე თვის განმავლობაში იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს.

პირველადი განხილვის შემდეგ კომისია დასკვნებს მოამზადებს, რომელიც თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია  გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე