ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრემიებითა და სიგელებით დააჯილდოვა. წელს პირველად, მადლობის სიგელები გამარჯვებული მოსწავლეების 80-მდე პედაგოგსაც  გადაეცა.

2013 წლის სასწავლო ოლიმპიადაზე, თითოეულ საგანში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით,  91 პრიზიორი მოსწავლე გამოვლინდა, რომელთაც I (32 მოსწავლე), II (29) და  III (30)  ადგილები გაინაწილეს.  გამარჯვებულებს  შესაბამისად, 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები და დიპლომები გადაეცათ.

მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, რეიტინგული სკოლები გამოვლინდნენ. I, II,  და III ადგილზე გასულმა სკოლებმა შესაბამისად, 5000, 4000 და 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები 2009 წლიდან ხორციელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ, 270 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადა რვა საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და მოიცავს 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას.  გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.

ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და მათი მომზადების დონე ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი მოსწავლეების სხვადასხვა ფორმით წახალისებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე