ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

SAMSUNG-ის პრეზიდენტმა საქართველოში სმარტ სკოლა გახსნა

სამსუნგის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნიმ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში სმარტ სკოლის კლასი გახსნეს.

სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში  განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია სამსუნგის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სკოლა ხელს შეუწყობს სტუდენტების განათლების დონის ამაღლებას. მომავალში მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.

დღესვე, საქართველოში საგანგებო ვიზიტით მყოფმა კომპანიის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნიმ საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა.

კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, მსოფლიოში ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე