ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით სემინარი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში იმყოფება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი. უცხოელმა ექსპერტმა, საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამდღიანი სემინარი გამართა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ: საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების, რუსთაველის ფონდისა და ტემპუსის ოფისის წარმომადგენლები.

        სემინარზე განიხილეს შემდეგი თემები:

  • კალიფორნიის შტატის უმაღლესი განათლების ძირითადი სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების მხრიდან შექმნილი გამოწვევები;
  • ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის 2013 წლის ანგარიში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მდგომარეობის შესახებ;
  • სახელმწიფო უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მოწყობა, ბერკლის უნივერსიტეტის მაგალითზე.

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის ივლისში ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტასილო შმიდტმაც გამართა. დისკუსია გაიმართა თემებზე: უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ავტონომია - ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები; უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების მართვა; უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სამრჩევლო ორგანოები და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე