ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბაკურიანის საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად, უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარებს დაესწრო.

„საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებების ხელშეწყობის პროექტის (2013-2015)“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში, 15-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო სკოლა იმართება თემაზე – აღიარებისა და პასუხისმგებლობის პრობლემები გერმანულ იდეალიზმში და მათი გავლენა თანამედროვე სოციალურ თეორიებზე.

საზაფხულო სკოლაში ლექცია-სემინარებს ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგში ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები  (ლუდვიგ ზიპი, გეორგ ლომანი, ნიკლაუს ლარგიერი, იოჰანეს ვაისი, თეო კობუში და შტეფან ციმერმანი) აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები (მამუკა ბერიაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, გოგი გვახარია და მაკა ლაშხია) ატარებენ. ლექციები გერმანულ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით მიმდინარეობს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შერჩევა  ესეების კონკურსის საფუძველზე მოხდა. სულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის  ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების 27 სტუდენტი შეირჩა როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას  კასელის (გერმანია) უნივერსიტეტი და ბონის (გერმანია) ფილოსოფიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს, ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს:

  • ფოლკსვაგენის ფონდი (VolkswafenStiftung);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საქართველოს სხვდასხვა რეგიონის უნივერსიტეტები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე