ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მომავალ წელს სამტრედიის ყველა სკოლა გაზიციფირებული იქნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს, სამტრედიის მე-8 და სოფელ დაბლა გომის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. 2013 წელს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში   მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათგან 10 ერთეული სოფლის სკოლაა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბევრი სკოლა არა არის გაზიფიცირებული, მათ შორისაა სამტრედიის მე-8 და დაბლა გომის საჯარო სკოლებიც. სკოლის ინფრასტრუქტურის აღდგენა- განვითარების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორდინირებული ქმედებებით, წელს 22 სკოლაში განხორციელდება გაზის შეყვანა და გათბობის სისტემების მოწყობა.

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დანარჩენ 17 სოფელში, მიმდინარე წელს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს. ამჟამად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და უკვე მომავალ წელს  ამ სოფლების სკოლებშიც იქნება გაზი და მოეწყობა გათბობის სისტემები.
მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის რეგიონის 162 საჯარო სკოლაში ხორციელდება. მიმდინარე ეტაპზე, სამუშაოთა დიდი ნაწილი  დასრულების სტადიაშია.  2013 წლისათვის, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, 600-ზე მეტი სკოლის  რეაბილიტაციო ხორციელდება. სკოლაში სარემონტო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის  დასრულდება.

სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ,  სადაც არ უნდა სწავლობდეს, თანამედროვე და  კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.

სკოლების რეაბილიტაცია გაგრძელდება, ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, თანამედროვედ აღჭურვილი, უზრუნველყოფილი გათბობისა და განათების ახალი სისტემით. რაც შეეხება ახალ სკოლებს - აშენდება თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები და დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები.  

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე