ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი თამარ სანიკიძე საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მოთხოვნის დაცვის თაობაზე, სპეციალური განცხადება გააკეთა.

თამარ სანიკიძის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო მზადაა სრულად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ამით ხელი შეუწყოს საპრეზიდენტო კამპანიის  თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

მინისტრი თავის განცხადებაში იმ შეზღუდვებს შეეხო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო მოხელეს  წინასაარჩევნო პერიოდში აქვს. კერძოდ:

  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეებს უფლება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სამუშაო საათების განმავლობაში ან, როდესაც ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს;
  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები;
  • სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;
  • ასევე ეკრძალებათ საარჩევნო კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე