ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა  ინფორმატიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროს სახელით ფულადი ჯილდოები გადასცეს.

გიორგი გულიაშვილმა (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი) ინფორმატიკის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2013), რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, ვერცხლის მედალი აიღო. სამინისტრომ იგი  3 000 ლარის ფულადი პრემიით დააჯილდოვა. ამავე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები აიღეს ჯიმშერ სხირტლაძემ, ნიკოლოზ სვანიძემ (თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) და თორნიკე მანძულაშვილმა (ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა), მათ ჯილდოდ 2000-2000 ლარი მიიღეს.

ნანული გვაზავა (ქ. აბაშის №1 საჯარო სკოლა) შვეიცარიაში გამართულ ბიოლოგიის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IBO 2013) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მას 2 000 ლარი ფულადი ჯილდო გადაეცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მხოლოდ მესამე წელია მონაწილეობს და ეს ჯილდო პირველია.

მათემატიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2013), წელს კოლუმბიაში ჩატარდა, სადაც  აკაკი მარგველაშვილმა (ქ. ქუთაისის ა. რაზმაძის სახ. №41საჯარო სკოლა) და გიორგი სვანაძემ (თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) ბრინჯაოს მედლები აიღეს, მათ 2000-2000 ლარი გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადებასა და მონაწილეობას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს. გუნდები ტრადიციულად,  ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებული მოსწავლეებისაგან დაკომპლექტდა. მათ დამატებით შესარჩევი წერითი ტურები გაიარეს. 4 ნაკრების 19 მოსწავლეს სპეციალური მომზადების ერთთვიანი ინტენსიური კურსი ჩაუტარდათ. ექვსსაათიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მათ ყოველდღიურ რეჟიმში თბილისსა და დაბა ბაკურიანში ჩაუტარდათ. მოსწავლეები მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფებმა საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით მოამზადეს.

მოსწავლეთა წახალისების მიზნით, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. სამინისტრო ასევე წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარგზავნას ითვალისწინებს და საიდანაც ჩვენი ნაკრებების წევრები კარგი შედეგებით, შესაბამისი მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან. წარმატებული მოსწავლეების წასახილებას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე