ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართულ-გერმანული პროექტი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გერმანელ პარლამენტარს, განათლების კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ეუნს ლიპსდორფს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული საგანმანათლებლო ურთიერთობების დამყარება იყო.

შეხვედრაზე მრავალი თანამშრომლობითი ინიციატივა გამოიკვეთა, რაც საქართველოს პროფესიული განათლების განვითარებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. საქართველოს პროფესიული განათლებისა და გერმანიის დუალური საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე, აჭარის რეგიონში ერთობლივი საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსების მიზანშეწონილობა გამოიკვეთა.

ქეთევან ნატრიაშვილმა გერმანელ ექსპერტს აჭარაში გერმანულ–ქართული პროფესიული სასწავლებლის დაარსებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და საგანმანათლებლო ბაზა გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეუნს ლიპსდორფმა თავისი ხედვა წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა სწავლების ეტაპებზე, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლეთა უფასო გადამზადება–დასაქმებაზე გერმანიაში (შეზღუდული ვადით 3–6 თვემდე, მაქს. ერთ წლამდე და ანაზღაურებით), ასევე ისაუბრა, ამ პროექტში ჩართვასთან მიმართებაში ევროკავშირის ქვეყნების დაინტერესებაზე და ამ მიზნით, სწავლების გაძლიერებაზე (გარდა გერმანულისა , რუსულ და ინგლისურ ენებზეც).

პროექტში ასევე, ჩაერთვება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრი და კოტბუსის ტექნიკური უნივერსიტეტი. ქეთევან ნატრიაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა პედაგოგთა გადამზადებისა და პროექტში სხვა სასწავლებლების ჩართვის კუთხითაც ვინაიდან , ძალიან ბევრი კომპანიაა დაინტერესებული თავისი კადრების გერმანიაში გადამზადებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე