ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ სტუდენტებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა  200 სტუდენტს შეხვდა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

წელს პირველად,  სოციალური პროგრამის ფარგლებში,  ორჯერ მეტი სტუდენტიდაფინანსდება(http://www.mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo)2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსები­სთვის ­ 2 560 000 ლარია გამოყოფილი. გასულ სასწავლო წელს ეს თანხა  1 118 208 ლარს შეადგენდა.   

წელს პირველად, სოციალური  პროგრამის  ფარგლებში,  ასევე  დაფინანსდებიან 2011,  2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე  ჩარიცხული  სტუდენტები (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo),  რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არი­ან სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. 

წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტებიც დაფინანსდებიან (http://mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=geo). 2013-2014 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის  205 000  ლარია გამოყოფილი. 

წელს პირველად, სახელმწიფო  დააფინანსებს დოქტორანტურაში სწავლას, რაზეც   1 მილიონი ლარია გამოყოფილი; 

წელს პირველად, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაკალავრიატის  წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.

გაორმაგდა 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა  (საგრანტო დაფინანსება ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება);

გაორმაგდა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ბიუჯეტი.

 სამინისტრო ასევე ახორციელებს  ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს როგორიცაა:

  • -მობილობის ფარგლებში, სტუდენტთა გაცვლით პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში (მომწვევი სახელმწიფოების დაფინანსებით);
  • -დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო-კვლევითი გრანტებით დაფინანსება;
  • -სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის ზამთრისა და ზაფხულის  სკოლების ორგანიზება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
  • -სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის აუცილებელი წიგნადი ფონდის/ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლებისა და სრულყოფის დაფინანსება და სხვ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე