ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდნენ

ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული რვა საუკეთესო მოსწავლე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს საუსჰემპტონში (ინგლისი) ლუისის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში გადიოდნენ. მოსწავლეები შეირჩნენ ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან’’, რომელიც უკვე მეხუთე წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ხორციელდება.

მოსწავლეების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დატვირთული იყო როგორც აკადემიური, ასევე არააკადემიური აქტივობებით.  ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებასთან ერთად, მათ ჰქონდათ უამრავი თემატური ექსკურსია, ცხოვრობდნენ ტრადიციულ ბრიტანულ ოჯახებში და ეცნობოდნენ მათ ტრადიციებსა და კულტურას.

,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში’’ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში’’ ახორციელებს. პროექტი წყნეთში - ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე მიმდინარეობდა, აღნიშნული მოსწავლეები იმყოფებოდნენ საზაფხულო სკოლის, მეორე ნაკადაზე, 7 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით. მომდევნო 8 გამარჯვებული მოსწავლე, დიდ ბრიტანეთში, ანალოგიური სასწავლო და კულტურული გამოცდილების მისაღებად,  15 სექტემბერს გაემგზავრება.

”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში” მონაწილეობას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ღებულობენ. მოსწავლეების შერჩევა საგნობრივი ოლიმპიადების შედეგებისა  და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე ხდება. 600 მოსწავლიდან 32 საუკეთესო მოსწავლე ირჩევა, რომლებიც 2 კვირით ეტაპობრივად ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში მიემგზავრება.

წყნეთის ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სახელმძღვანელოებით ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. ლიდერებად საზაფხულო სკოლაში პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული  უცხოენოვანი პედაგოგები მუშაობენ.

სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და  ყოველწლიურად იზრდება სასკოლო  ოლიმპიადებში მონაწილეთა რაოდენობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე