ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგიონებში ცხრა ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საჯარო სკოლების აშენების გადაუდებელი საჭიროება განსაზღვრა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ცხრა ახალი საჯარო სკოლა შემდეგ სოფლებში აშენდება:

  • საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში სკოლა 1000 მოსწავლეზე ;
  • ქარელის რაიონის სოფელ აბანოში სკოლა 90 მოსწავლეზე;
  • თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში სკოლა 144 მოსწავლეზე;
  • ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში სკოლა 120 მოსწავლეზე;
  • მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში სკოლა 144 მოსწავლეზე;
  • მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში სკოლა 240 მოსწავლეზე;
  • ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნარში სკოლა 60 მოსწავლეზე;
  • მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში სკოლა 450 მოსწავლეზე;
  • ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში სკოლა 120 მოსწავლეზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიგა უმეკაშვილმა დღეს, უკვე გაწეული  სამუშოები შეაჯამეს და სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპები განსაზღვრეს.

ამ ეტაპზე დასრულებულია  სამი სოფლის ლამბალოს, სამღერეთისა და ახალი დიოკნისის საჯარო სკოლების საპროექტო სამუშაოები, ასევე პროცესშია საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები დანარჩენ ექვს სკოლაში.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება  2013 წლის ნოემბრის ბოლოდან იგეგმება და საშუალოდ ერთ წელს გაგრძელდება.

გეგმის თანახმად, წილკნის, მუხრანისა და აბანოს საჯარო სკოლები კონტიგენტს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებენ. ხოლო 2014 წლის ბოლოს დასრულდება ბუღაშენის, ახალი დიოკნისის, სამღერეთის, სადგურ სვირისა და წიფნარის საჯარო სკოლების მშენებლობაც. რაც შეეხება სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლას, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოები წელიწადნახევარს გასტანს.

სამინისტრო აღნიშნულ სამოქმედო გეგმებს ცხრავე სოფლის მოსახლეობას ადგილზე გააცნობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობის გადაუდებელი საჭიროებების განსაზღვრას.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე