ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ღვინის დღე საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’

საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ „ღვინის დღე“ გაიმართა. ღონისძიება პროფორიენტაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მოსახლეობაში პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდას, პროფესიულ განათლებაში მეღვინეობის, როგორც ყველაზე ძველი დარგის პოპულარიზაციას და ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას  და ა.შ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კოლეჯ „აისში“ წარმოებული პროდუქციის გამოფენა და მეღვინე ფერმერების ოჯახურ მარნებში წარმოებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებიათ კოლეჯის მეღვინის სპეციალობის სტუდენტების მიერ ევროპული და ტრადიციული წესით კოლეჯში ჩამოსხმული ღვინოები.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიიღო. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეღვინე ფერმერები და დამსაქმებლები.

მრავალპროფილიან სახელმწიფო კოლეჯში „აისი“ სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების,  ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმრო საქმის მწარმოებელის,  მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლებიან.

14 სექტემბრამდე ზემოაღნიშნულ პროგრამებზე პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 19 სხვადასხვა სპეციალობაზე 400-მდე მსურველია დარეგისტრირებული. ყველაზე დიდი მოთხოვნა მეღვინეობის, მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელისა და დურგლის სპეციალობებზეა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე