ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მილოცვა სტუდენტებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებულად კი პირველკურსელებს! მინდა მივულოცო მათ ის წარმატება, რასაც მიაღწიეს - გახდნენ სტუდენტები! ვუსურვო განვითარება, წინსვლა, ახალ-ახალი მიღწევები და დავარწმუნო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

განათლება ქვეყნის პრიორიტეტია! მინდა, ვუსურვო ყველა სტუდენტს იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს აქტიური მშენებლები, რომლის შექმნაშიც ჩვენც შევუწყობთ ხელს! ასევე, ვუსურვებ მათ ნაყოფიერად გამოეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და გაემართლებინოთ ის იმედები, რასაც ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და მშობლები  მათზე ვამყარებთ!

 

თამარ სანიკიძე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე