ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მილოცვა სკოლებს

საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც  წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მათ მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ.

მართალია,  წინ ყველას დიდი შრომა გველის,   მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ  და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს   პრიორიტეტია განათლების ხარისხის უზრუნველყოფა.  სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი  განათლება მიიღოს ყველა მოსწავლემ, განურჩევლად იმისა, რომელ რეგიონში  სწავლობს, ყველა სკოლას თანამედროვე და  კეთილმოწყობილი  გარემო, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომფორტული სასკოლო ავეჯი და ახალი ინვენტარი ჰქონდეს.

ვიზრუნებთ, რომ მასწავლებლის პროფესია საამაყო გახდეს და ყველა მოსწავლემ შესაძლებლობის ფარგელბში წარმატებებს მიაღწიოს.

მჯერა, ბევრი  მოსწავლე თუ მასწავლებელი საკუთარი მიღწევებით  გაგვახარებს!

 

თამარ სანიკიძე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე