ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლია გიგაური რუსთავის მე-12 საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილემ ლია გიგაურმა და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს პირადად მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც ზაფხულის განმავლობაში  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, გაკეთდა გადახურვა, წყლისგაყვანილობა, მოწესრიგდა საკლასო ოთახები და სკოლის ეზო. სკოლა ორსექტორიანია და 500 მოსწავლე ჰყავს. 42 პედაგოგიდან 21 სერთიფიცერებულია, სკოლის კურსდამთავრებულთა 95% წელს სტუდენტი გახდა. დიდ წარმატებებს აღწევენ მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადებში.

რუსთავში 26 საჯარო და 13 კერძო სკოლაა. საჯარო სკოლები ყველა რეაბილიტირებულია, მათ შორის მიმდინარე წელს 15 სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ყველა სკოლაში ახალი სახელმძღვანელოები და „ბუკებია“ შეტანილი. თხუთმეტივე სკოლაში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე