ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქეთევან ნატრიაშვილმა სწავლის დაწყება თიანეთელ მოსწავლეებს პირადად მიულოცა

თიანეთიდან მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქეთევან ნატრიაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში დაესწრნენ ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალს, მათ პირადად მიულოცეს ეს დღე სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, გააცნეს ზოგადი განათლების მიმართულებით გახორციელებული სიახლეები და მომავალი პროექტები.

თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში ზაფხულის განმავლობაში  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა საკლასო ოთახები და სკოლის ეზო. სკოლაში 84 ბავშვი სწავლობს და 20 პედაგოგი მუშაობს. მასწავლებლებიდან 9 სერთიფიცერებულია, 4 პედაგოგს ორიდან ერთი საგანი უკვე  ჩაბარებული აქვს, სკოლის დირექტორის განცხადებით, მომავალ წელს  ოცივე პედაგოგი სერთიფიცირებული იქნება, 

თიანეთის რაიონში  სულ 13 სკოლაა, ყველა რეაბილიტირებულია, მათ შორის მიმდინარე წელს 8 სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ყველა სკოლაში ახალი სახელმძღვანელოები და „ბუკებია“ შეტანილი. ცამეტივე სკოლაში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე