ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ლამბალოში საჯარო სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსამზედებელი სამუშაობის მიმდინარეობა გააცნო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის გრუნტის შესწავლა, სადაც სკოლის მშენებლობა უნდა დაიწყოს. სრულდება სკოლის სრული პროექტის კორექტირება, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ნიუანსები, რომლებიც მანამდე არსებულ პროექტში არ არსებობდა. გრაფიკის მიხედვით ტენდერის ჩატარების ვადები განსაზღვრულია მიმდინარე წლის 18 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით.

ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და წელწადნახევარში დასრულდება. სოფელ ლამბალოში სკოლის ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში  მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული  და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო  კლას-კაბინეტებით.

ლამბალოს საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლას შორის, რომლის მშენებლობასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს დაიწყებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე