ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი სასწავლო ცენტრი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ნავთლუღის ქვესადგურში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  სასწავლო ცენტრი გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ–ცენტრში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და მეოთხე კურსის სტუდენტები (საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მზადდებიან ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები)ერთწლიან სპეციალურ გადამზადებას გაივლიან და პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

ცენტრის გახსნის აუცილებლობა ენერგეტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტმა განაპირობა. სასწავლო ცენტრში სწავლება მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. პირები, რომლებიც ცენტრში გადამზადდებიან პრაქტიკას ისეთ გარემოში გაივლიან, რომელშიც შემდგომ მოუწევთ მუშაობა.

ცენტრის მიერ გადამზადებული უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, მოტივირებული კადრები ენერგეტიკის სფეროში დასაქმდებიან, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კი, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს თავის კომპანიაში დაასაქმებს.

ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძემ და კახა კალაძემ სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე