ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები პროფესიულ პროგრამებზე ისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორაგნიზებით, პირველად საშემოდგომო მიღებისას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ჩაერთვებიან.

2013 წლის საშემოდგომო მიღებისას სხვადასხვა პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანთელბლო საჭროების მქონე 53 სწავლის მსურველი პირი დარეგისტრირდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭროების მქონე პირთა პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვა  პროფესიული ტესტირების საფუძველზე ხორციელდება.  აღნიშნული პროცესი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ინტერესებისა და შესაძლებლობის გამოვლენას ითვალისწინებს, რის საფუძველზეც,  მოხდება შესაბამისი  პროფესიული საგანმანთლებლო  პროგრამის განსაზღვრა. ტესტირების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.

პროფესიულ სასწავლებლებში შემქნილია შესაბამისი პირობები, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა შეძლონ სასურველი პროგრამების (მაქსიმუმ 3) მოსინჯვა. პროგრამის მოსინჯვისათვის განხორციელდა პირების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება, შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მიერ დაიგეგმა და წარმატებით ხორციელდება თითოეული პროფესიის შესაბამისი აქტივობები.  

ინკლუზიური პროფესიული განათლება ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე   პირთა შესაძლებლობების რეალიზებას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას რაც, მათი  შემდგომი დასაქმების წინაპირობაა. 

საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ფარლებში ხორციელდება. ინკლუზიური პროფესიული განათლების ეფექტური წარმართვისათვის 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების 18 სპეციალისტია ჩართული, ინკლუზიური განათლების ექსპერტების მხრიდან ხორციელდება პოროცესის  მონიტორინგი. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე