ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოხუმელ პედაგოგს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოხუმელ ღვაწლმოსილ პედაგოგს, თბილისის #51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს მანანა დოლიძეს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.

ქალბატონი მანანა ქალაქ სოხუმში დაიბადა, სოხუმის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, გამოყენებითი მათემატიკის განხრით, ასპირანტურაში გააგრძელა სწავლა. მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრის ლაბორანტად, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკის პროგრამისტად, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ლექტორად.

მანანა დოლიძემ 1993 წლის 23 სექტემბერს ორ მცირეწლოვან ბავშვთან და ხანდაზმულ მამასთან ერთად ცეცხლმოდებული სოხუმი დატოვა და ფეხით გადმოიარა ჭუბერის უღელტეხილი. „მერე დაიწყო საშინელი წლები, დაიწყო ტანჯვა, რომელიც, მიუხედავად ამდენი წლისა, ისევ ისე მწარეა. სოხუმი - ეს არის უზარმაზარი მონატრება და ტკივილი, რომელიც არასდროს  განელდება“ - იხსენებს ქალბატონი მანანა.

2000 წლიდან მანანა დოლიძე მუშაობას თბილისის #51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელად აგრძელებს, მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესო და ნოვატორულია, ქალბატონი მანანა არაერთი იდეისა და პროექტის ავტორია.

სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ განათლების სისტემის იმ თანამშრომელთათვის დაწესდა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში, ჯილდოს გაცემის მიზანი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ღვაწლის დაფასება და მათი მოტივაციის ამაღლებაა, პირველ ეტაპზე სამინისტრო სამკერდე ნიშნით საქართველოს საჯარო სკოლების ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე