ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი დააჯილდოვა

27 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი “ამაგდარი” კიდევ ერთ, სოხუმიდან დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს სონია სონგულიას გადასცა.

სონია სონგულია 52 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, 1993 წლის სექტემბრამდე იგი სოხუმის ერთ-ერთ სკოლაში ქიმია - ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა, იყო სასწავლო ნაწილის გამგე, არის უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, აფხაზეთში მუშაობის პერიოდში მინიჭებული აქვს აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებლის წოდება, პედაგოგ - მეთოდისტის კვალიფიკაცია.

დევნილობის პერიოდში სონია სონგულიამ მუშაობა აფხაზეთის დახელოვნების ინსტიტუტში ქიმიის მეთოდისტ - მასწავლებლად გააგრძელა, 2005 წლიდან კი, ქალბატონი სონია აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელია, იგი უფროსკლასელებთან მუშაობს და მათ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე