ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების წარმომადგენელთათვის კონფერენცია გაიმართა

პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მორიგი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო ისე, კერძო კოლეჯების მასწავლებლები, დირექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

კონფერენციაზე კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლებმა თავიანთი ხედვა წარმოადგინეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარებისათვის. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი  პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემისათვის რეკომენდაციების შემუშავება იყო.

რეკომენდაციები საფუძვლად დაედება ანალოგიური სახელწოდების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შედგენას. ამის შემდგომ ”პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული ზრდის სქემა” განსახილევლად ყველა დაინტერესებულ პირს გადაეგზავნება და  აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დაიწყება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე