ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებს ტრენინგებს უტარებენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებს და ფსიქოლოგებს ხუთდღიან ტრენინგებს უტარებენ. ტრენინგების გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი დაესწრნენ.

NASRO-ს ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებსა და ფსიქოლოგებს ასოციაციის საქმიანობას აცნობენ და აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცრების გამოცდილებას უზიარებენ. ტრენინგ-კურსი მოიცავს სამართლებრივი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას დანაშაულის, ნარკოტიკის მოხმარების, ძალადობის შემცირებისა  და უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ქენედი სერტიფიკატებს გადასცემს.

აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია NASRO წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს სამართალებრივ  განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას  როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური ამერიკულ ორგანიზაციასთან 2011 წლიდან თანამშრომლობს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე