ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებს სპეციალური კომისია სწავლობს

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ, რომლის შექმნაც მთვარობის 1 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყდა, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი სხდომა გამართა. კომისიის მუშაობას რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელებენ. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროებისა და მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიან, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიაგური.

როგორც სხდომაზე გამოიკვეთა, ამ სოფლების მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ზამთრის მოახლოების გამო, გაზმომარაგება და შეშით უზრუნველყოფა წარმოადგენს.  სხდომაზე განიხილეს, ასევე, სკოლების გათბობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების, პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე