ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლება საქართველოში

„ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის 64-ე და 166-ე საჯარო სკოლებში  სენსორული (სმენა)  და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი საფეხურის მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასები ამოქმედდება, სადაც მოსწავლეები მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისითა და კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმისათვის, რომ საგანმანათლებლო სივრცე გახდეს უფრო ინკლუზიური და მიმღები სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. სწორედ ამ მიზნით, ხდება სკოლებში ფიზიკური გარემოს მომზადება, მასწავლებელთა გადამზადება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, მეთოდოლოგიის გამართვა.

კონკურსის წესით შეირჩა ინტეგრირებულ კლასის სპეციალისტები: ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, მეტყველების თერაპევტი, სურდოპედაგოგი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა).

1 ოტომბრიდან   ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისათვის სპეციალურ პედაგოგიკაში ერთთვიანი ტრენინგის კურსი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და დაეხმარება მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო სივრცეში უკეთ ინტეგრირებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების პროცესში. ტრენინგის მიმდინარეობას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნო.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მიერ, ინტეგრირებული კლასის პროფილის შესაბამისად, თემატური ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ აღნიშნული სკოლების დაწყებითი კლასების დამრიგებლებს.   

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე