ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ლიტვური პროექტი ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრი დაათვალიერეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუანისტიკის ცენტრში  ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ისე, სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე, ყველა მსურველს, რომელსაც უნდა შეისწავლოს ლიტვური ენა,  საშუალება აქვს უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი კითხულობს.

სტუ-სა და კლაიპედის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც ლიტვური ენის ცენტრში ენის კურსებზე ისწავლიან შესაძლებლობა ექნებათ ენის შესწავლა (მოკლე საზაფხულო ენის კურსები) ლიტვაში გააგრძელონ. ასევე ენის ცოდნა მათ დაეხმარებათ გაცვლითი საბაკალავრო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა. სტუდენტები, რომლებიც ლიტვურ ენას დაეუფლებიან  ნაკლები კონკურეციის პირობებში მოხვდებიან და შეძლებენ სწავლის გაგრძელებას კლაიპედის უნივერსიტეტის  საბაკალავრო პროგრამის ფარგლეში. ცენტრში დღეისათვის 100-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან რამოდენიმემ უკვე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ენის შემსწავლელ თუ, საბაკალავრო გაცვლით პროგრამაში.

ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს და ყველა მსურველს დაეხმარება ენის შესწავლასთან ერთად, გაეცნოს ლიტვის ისტორიას, მის კულტურას, წეს-ჩვეულებებს. აღნიშნული ინიციატივა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის, დაფინანსება კი, ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან, განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში, ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას მიიღებენ. 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე